გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო

ლეღვაში, გიორგი ალხანიშვილის სასტიკი მკველობის საქმეზე ს საქალაქო სასმართლოში სხდომა გადაიდო. მთავარმა მოწმემ, ალექსანდრე ახვლედიანმა, სხდომის გადადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავადვე მოითხოვა.
პატიმრობაში მყოფ ალექსანდრე ახვლედიანს გამოძიება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვას ედავება. დღევანდელ სხდომას ესწრებოდა მოკლულის გიორგი ალხანიშვილის დედა.