საერთაშორისო დამკვირვებელი ესპანეთიდან – ხმის მიცემის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, ხალხი იყენებს ხმის მიცემის უფლებას, იმედი მაქვს, პროცესი ასე დემოკრატიულად გაგრძელდება

საერთაშორისო დამკვირვებელი ესპანეთიდან – ხმის მიცემის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, ხალხი იყენებს ხმის მიცემის უფლებას, იმედი მაქვს, პროცესი ასე დემოკრატიულად გაგრძელდება
საარჩევნო უბანი გაიხსნა, ხმის მიცემის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, ხალხი იყენებს უფლებას, საარჩევნო უბანზე მივიდეს და ხმა მისცეს, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, ესპანეთის სენატის წევრმა, ლუის ხესუს ურიბე-ეჩებარია აპალატეგუისლუის ხესუს ურიბე-ეჩებარია აპალატეგუისმა განაცხადა, რომელიც საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდება.
„დიდი იმედი მაქვს, ეს პროცესი ასე დემოკრატიულად გაგრძელდება.
საქართველო აგრძელებს საარჩევნო პროცესებში დემოკრატიულად ჩართვას თავისუფალი, უსაფრთხო, კონკურენტული და გამჭვირვალე გზებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, – განაცხადა დამკვირვებელმა.
Next: დღეს ჩვენი ოპონენტებისგან როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს, თუ არ იქნება ობიექტური, საზოგადოება რეაქციას არ გააკეთებს, რადგან ისწავლა თეთრის შავისგან გარჩევა

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა