დავით მათიკაშვილი – საზოგადოებას არჩევანის გაკეთება ნამდვილად არ გაუჭირდება – აუცილებლად, დღის ბოლოს საქართველო კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს

საზოგადოებას არჩევანის გაკეთება ნამდვილად არ გაუჭირდება, მან ძალიან კარგად იცის, რომ მხოლოდ ერთ ძალას შესწევს წარმატების მიღწევა იმ გამოწვევებში, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს – მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური წინსვლის გაღრმავება და ერთიანი, მთლიანი, ძლიერი საქართველოსთვის ბრძოლა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირების შემდგომ განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, დღის ბოლოს საქართველო „კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს“.
„საზოგადოებას არჩევანის გაკეთება ნამდვილად არ გაუჭირდება. ყველაფერი ხელის გულზეა. საზოგადოებამ, ჩვენმა ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ მხოლოდ ერთ ძალას შესწევს წარმატების მიღწევა იმ გამოწვევებში, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს – მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური წინსვლის გაღრმავება და ერთიანი, მთლიანი, ძლიერი საქართველოსთვის ბრძოლა. ამიტომ, ნამდვილად არ იქნება პრობლემა არჩევანის გაკეთება ჩვენი ქვეყნისთვის. აუცილებლად, დღის ბოლოს საქართველო კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს“,- განაცხადა მათიკაშვილმა.