მიუნხენის აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ფრენები კვლავ შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ფრენები კვლავ შეჩერდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბოლო 24 საათში უკვე მეორედ, მიუნხენის აეროპორტში ფრენები რამდენიმე საათით გადაიდო, მას შემდეგ, რაც აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დრონი დააფიქსირეს.
აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, პარასკევს საღამოს აეროპორტის ორივე ასაფრენი ბილიკი დაიხურა.
მათივე ინფორმაციით, 23 რეისი გადამისამართდა, ხოლო 48 რეისი გადაიდო ან გაუქმდა.
დრონების დაფიქსირებით გამოწვეული შეფერხებების შედეგად, 6500 მგზავრი დაზარალდა.