“ჩვენგან $800 მილიონის ურანი იყიდა, ინდოეთსა და ჩინეთს სანქციებით ემუქრება” – პუტინმა ტრამპი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა

ამერიკის შეერთებული შტატები ატომური საწვავის 20%-ს დღემდე საგან იღებს. ორ ქვეყანას შორის გაფორმებული კონტრაქტები ყოველწლიურად $800 მილიონიდან $1.2 მილიარდამდე ღირებულების ურანით ვაჭრობას მოიცავს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა -ის პრეზიდენტი გააკრიტიკა და ის ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.
როგორც პუტინმა ვალდაის ფორუმზე გამოსვლისას თქვა, ამერიკის პრეზიდენტი ინდოეთს და რუსეთის მოკავშირე სხვა ქვეყნებს ტარიფებითა და სანქციებით ემუქრება, თავად კი ურანის იმპორტზე უარს არ ამბობს.
“მას (ტრამპს) ორმაგი სტანდარტები აქვს. 2024-2025 წლებში ამერიკამ ჩვენგან $800 მილიონის ურანი იყიდა, ჩვენს მოკავშირე ინდოეთსა და ჩინეთს კი ნავთობის ყიდვის გამო ტარიფებითა და სანქციებით ემუქრება.” – განაცხადა პუტინმა.