თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანია გახსნილი, ამომრჩეველთა რაოდენობა კი 3 513 818-ს შეადგენს

4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის სთვის ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანია გახსნილი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ შორის არის 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში გაიხსნა.
4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818 ამომრჩეველს შეადგენს. ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს. ამასთან, წელს პირველად არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 000-მდე ახალგაზრდას ეძლევა.
-ს ინფორმაციით, გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 60 754-მა ამომრჩეველმა მიმართა.
4 ოქტომბერს საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნა. კენჭისყრის პროცესი კი 08:00 საათზე დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ