4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება

4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება.
როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე საპროტესო აქციაზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებს მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, “რუსთაველის გამზირის” დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ.
“სამშობლოს სამსახურში 16:00 საათზე, ყველანი რუსთაველზე!!!”, – დაწერა ბურჭულაძემ სოციალურ ქსელში.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 311 დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – იმისთვის, რომ არჩევნებით დაამარცხო რეჟიმი, საჭიროა, არა უმრავლესობით მოგება, არამედ დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით მოგება – ვინც არჩევნებთან მიმართებით ნიჰილიზმს თესავს, ივანიშვილს დიდ საჩუქარს უკეთებს