საქართველოს საპატრიარქო 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ამავე დღეს, ოპოზიციის დაანონსებულ “დამამხობელ” შეკრებას ეხმიანება

საქართველოს საპატრიარქო 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ამავე დღეს, ოპოზიციის დაანონსებულ “დამამხობელ” შეკრებას ეხმიანება
საქართველოს საპატრიარქო 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ამავე დღეს, ოპოზიციის დაანონსებულ “დამამხობელ” შეკრებას ეხმიანება.
“არჩევნებს, საერთოდ ყველგან და საქართველოშიც, დაძაბული ფონი ახლავს. სამწუხაროდ, ჩვენთან მუდმივად არის მცდელობა იმისაც, რომ ამ დაძაბულობაში სასულიერო პირებიც ჩართონ, რაც არასწორია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ერის გამაერთიანებელი ძალა, არ შეიძლება პოლიტიკურ მხარედ წარმოჩინდეს; როგორც არაერთხელ გვითქვამს, ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობისა და ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი და ემიჯნება რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება დაპირისპირებას შეუწყოს ხელი.
არჩევნები იმიტომ ტარდება, რომ ხალხმა თავისი ნება ამ საშუალებით გამოხატოს. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს სრულიად საქართველო.”– ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
Next: 10-15 ახალგაზრდა ნაცი იყო მეტეხის ეკლესიასთან. მესანთლე ქალს ამოუტრიალეს გინებით ყველაფერი. ამ ქალს გამოესარჩლა ორი ბიჭი, გამოვარდნენ ნაცები და ტიტუშკები დაგვესხნენო. დავალება აქვთ, უსაზიზღრესად მოიქცნენ და ვინმე პროვოკაციაზე წამოაგონ, სხვა ახსნა არ აქვს!

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს