“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ძალაუფლება გამოვაცალოთ ივანიშვილს” – ირაკლი კუპრაძე

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ძალაუფლება გამოვაცალოთ ივანიშვილს და ეს ძალაუფლება გამოვიყენოთ ისევ მის წინააღმდეგ,” – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა და მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ მოქალაქეები ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობას მისცემენ, რომ ძალაუფლება წაიღოს, “შემდეგ, როგორც მათრახს ისე გამოიყენებს ამ ძალაუფლებას მათ წინააღმდეგ”.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ძალაუფლება გამოვაცალოთ ივანიშვილს და ეს ძალაუფლება გამოვიყენოთ შემდეგ ისევ ივანიშვილის წინააღმდეგ იმიტომ, რომ თუ ჩვენ მივცემთ ივანიშვილს შესაძლებლობას, რუსულ რეჟიმს, ძალადობრივს, კორუფციულს, ნაძირალა რეჟიმს თუ მივცემთ შესაძლებლობას, რომ ეს ძალაუფლება წაიღოს, შემდეგ, როგორც მათრახს ისე გამოიყენებს ჩვენ წინააღმდეგ. იმ ბიუჯეტსაც, იმ საჯარო უწყებებსაც, იმ გადაწყვეტილებებსაც და ყველაფერს. ამიტომ, იმ ძალაუფლებას, რომელსაც წავართმევთ ბიძინა ივანიშვილს, აუცილებლად გამოვიყენებთ ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ, მათ შორის პოლიტიკურ წინააღმდეგობაში და მათ შორის სოციალურ უზრუნველყოფაში და მხარდაჭერაში,” – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან