ბესიკ ხარანაული: ღმერთო, ამას გთხოვ, საქართველო ხო გამთლიანდა? მკვდარი ვიყავი, გაღვიძება დამაგვიანდა

ღმერთო, ამას გთხოვ, საქართველო ხო გამთლიანდა
ღმერთო, ამას გთხოვ,
საქართველო ხო გამთლიანდა?
მკვდარი ვიყავი,
გაღვიძება დამაგვიანდა,
ანდა სხვა რამე
ნაკლთა გამო ადამიანთა –
ღმერთო, ამას გთხოვ,
საქართველო ხო გამთლიანდა?
ამერთა წყალში
იმერთ თევზი
ხო ასრიალდა,
ყველა მხრის ქარი
თავზე რისხვად
ხო დასტრიალდა,
რაც ცოდვა ჰქონდა,
დროშად ყველა ხო აფრიალდა,
ხო განიბანა სისხლით,
ტანჯვით გამადლიანდა,
ხო გაიფანტა,
სიწმინდენი დანაგვიანდა,
ხო ჰყავ წყალობა
დავითიან-თამარიანთა,
ხო მიეც ბარი და ნიჩაფი
ადამიანთა…
რომ მიწას ოფლი დააწვიმონ,
სანთელს ცრემლები,
რომ გზაზე მგზავრი დააყენონ,
მთაზე – მცველები…
ღმერთო, ამას გთხოვ,
მთელი სულით, მთელი გულითა,
რო გაიხარებს
მამა – შვილით,
დაკაგულითა,
გააძღე ჩემი საქართველო
არა პურითა,
არა ღვინითა,
არა წყლითა,
– სიყვარულითა.

ასევე დაგაინტერესებთ

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან

თამო კეშელავა: რუსეთის დელეგაცია ჩამოვა, სავარაუდოდ და ღმერთი არ გაგიწყრეთ – ინც ქართველ ერს შეურაცხჰყოფს, ქვეყანაში არ შემოუშვათ! რაკი ეგ კომისიაც შექმენით, პასუხისმგებლობაც ახლა ორმაგად თქვენზეა, ოცნებავ