“ოფიცრებო, ხვალ გახსოვდეთ, რომ თქვენ წინ დგას ქართველი ხალხი” – ვიცე-პოლკოვნიკი

“ბატონო ოფიცრებო!!!
ყოველგვარი შეგონებებისა და მოწოდების გარეშე, გახსოვდეთ ძალოვანი უწყება დეპოლიტიზირებულია. დასჯადია უკანონო ბრძანების შესრულება, უფლება მოსილების გადამეტება, არაპროპორციული ძალის გამოყენება, უკანონო დაკავება ან დაკავება კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით. გახსოვდეთ, რომ თქვენ წინაშე დგას ქართველი ხალხი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის მოთხოვნით და არა კრიმინალური სამყარო. გახსოვდეთ, რომ ემსახურებით საქართველოს! თუ ეს ყოველივე არ გახსოვთ ან არ გინდათ გახსოვდეთ “ხარება” ხომ გახსოვთ??? აქვე მინდა მივმართო აქციის მონაწილეებს ნუ შეხვალთ კომუნიკაციაში ძალოვნებთან ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას. მორალზე, პატრიოტიზმზე შეგონებები აზრს მოკლებულია. ღმერთმა დალოცოს საქართველო და ქართველი ხალხი!!!
შევხვდებით 4 -ში რუსთაველზე 🇬🇪”

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან