სალომე სამადაშვილი – რუსული რეჟიმი სარგებლობს ყველა შესაძლებლობით, რომ ამომრჩეველი მოატყუოს, თითქოს აქვს სურვილი, გადაიტვირთოს ურთიერთობები დასავლეთთან – ქმედებით კი ყველა ნაბიჯს დგამს, რათა საქართველომ დაკარგოს მონაპოვარი

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ს განცხადებით, ს „რუსული რეჟიმი“ ცდილობს შექმნას ილუზია, თითქოს ევროპასთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს, თუმცა რეალურად თავისი ქმედებებით ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ დაკარგოს ყველა მონაპოვარი რაც უკვე აქვს ევროკავშირთან ურთიერთობებში.
მისი თქმით, მმართველი გუნდი იყენებს საერთაშორისო ვიზიტებს იმისთვის, რათა საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს დასავლეთთან ურთიერთობები ვითარდება.
„უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი ყველა ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ დასავლეთთან არა თუ არ გაუმჯობესდეს ჩვენი ურთიერთობები, არამედ უფრო დიდ იზოლაციაში აღმოჩნდეს საქართველო. ამავე დროს, ისინი სარგებლობენ ყველა შესაძლებლობით, რომელიც მათ ეძლევათ, მაგალითად, ეს არის კობახიძის კოპენჰაგენში მიწვევა, იმისათვის, რომ საკუთარი ამომრჩეველი მოატყუონ, გააგრძელონ მათი მოტყუება, თითქოს ამ ხელისუფლებას აქვს სურვილი გადაიტვირთოს დასავლეთთან ურთიერთობები. თავისი ქმედებით კი, როგორიც არის პოლიტპატიმრების გაზრდა, რეპრესიები, რეპრესიული კანონების კიდევ უფრო გაღრმავება, ყველა ნაბიჯს დგამენ იმისთვის, რომ საქართველომ დაკარგოს ყველა ის მონაპოვარი, რაც უკვე მიღებული აქვს ევროკავშირთან ურთიერთობებში, სწორედ ამიტომ არ ასრულებენ არცერთ რეკომენდაციას, რომელსაც ევროკავშირისგან იღებენ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.