პატიმართა ბუნტი ოკუპირებულ აფხაზეთში

უკვე მეორე დღეა, ოკუპირებული ს სეპარატისტები ცდილობენ სიტუაციის გაკონტროლებას დრანდის დროებითი განთავსების იზოლატორის გარშემო, რომელიც 1993 წლიდან, მას შემდეგ, რაც თბილისმა ამ ტერიტორიაზე კონტროლი დაკარგა, ანკლავში “ციხის” ფუნქციას ასრულებს.
300-ზე მეტმა პატიმარმა, მათ შორის ეთნიკურმა ქართველებმაც, მასობრივი ბუნტი “დრანდის ციხეში” 12 დეკემბერს, დილის 9 საათზე დაიწყეს და ციხეზე კონტროლის დამყარება შეძლეს. პატიმრებმა მოახერხეს ყველა საკნის გაღება, ორი სართულის დაკავება და ციხის სახურავზე გამაგრდნენ. დრანდის იზოლატორის ერთ ნაწილში კი ხანძარი გააჩინეს.
„საგამოძიებო იზოლატორში პატიმრებს აქვთ მაცივრები, ტელევიზორები, საუნები, აბანოები, სახარატო ცეხები, არც კი ვიცი ვისზე მუშაობდნენ, სასტუმრო კომპლექსიც კი. ეს დაუშვებელია, ამის გაკეთება არ შეიძლება. ჩვენ მოვახდინეთ მთელი პირადი შემადგენლობის გადმოსროლა ციხესთან. მე, ადამიანებს, პატიმრების ნათესავებსაც ვესაუბრე და ავუხსენი. აქ უნდა იყოს წესრიგი და იქნება!“ ლეონიდ ძიაფშბა, აფხაზი სეპარატისტი
მსჯავრდებულები “დრანდის ციხის” ე.წ “უფროსის” რუსლან ჯელიას განთავისუფლებას, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, ციხის ე.წ „მაყურებლის“, ვინმე გეზერდავას საერთო საკანში გადაყვანას და პირადი ნივთების ჩამორთმევას აპროტესტებდნენ.
ბუნტის ჩასახშობად, სეპარატისტებს უკანონო შეიარაღებული ფორმირებების სრული მობილიზება დასჭირდა. ე.წ “სპეცოპერაციამ” მთელი დღე გასტანა, სეპარატისტთა სხვადასხვა დაჯგუფებას წინააღმდეგობას დრანდის ციხის გარშემო შეკრებილი, პატიმრების ნათესავებიც უწევდნენ.
ე. წ. “სპეცოპერაციის” შემდეგ, რომელიც უმსხვერპლოდ დასრულდა, აფხაზთა ე.წ “შს მინისტრმა” ლეონიდ ძიაფშბამ აღიარა, რომ “დრანდის ციხე” არა “ადმინისტრაციის”, არამედ, კანონიერი ქურდების მიერ იმართება.
„საგამოძიებო იზოლატორში პატიმრებს აქვთ მაცივრები, ტელევიზორები, საუნები, აბანოები, სახარატო ცეხები, არც კი ვიცი ვისზე მუშაობდნენ, სასტუმრო კომპლექსიც კი. ეს დაუშვებელია, ამის გაკეთება არ შეიძლება. ჩვენ მოვახდინეთ მთელი პირადი შემადგენლობის გადმოსროლა ციხესთან. მე, ადამიანებს, პატიმრების ნათესავებსაც ვესაუბრე და ავუხსენი. აქ უნდა იყოს წესრიგი და იქნება!“
სიტუაცია “დრანდის ციხეში” 10 დეკემბერს დაიძაბა, როცა დილის 5 საათზე, საპატიმროდან გაქცევა, ზუგდიდში დაბადებულმა, 27 წლის ბაჩუკი ლატარიამ მოახერხა. იგი თოკის მეშვეობით, ციხიდან გამომავალ ელექტროსადენზე დაეშვა, რომელშიც იმ დროისთვის, ელექტროენერგია არ გადიოდა.
ლატარია კიდევ სამ ეთნიკურ ქართველთან ერთად, ე.წ “აფხაზთა მილიციამ”, ერთი წლის უკან ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში, “ადამიანის გატაცების ბრალდებით დააკავა”. ბაჩუკი ლატარია, იმავე დღეს, ოკუპირებულ გულრიფშის რაიონის ტერიტორიაზე დააკავეს.
თუმცა, ვინაიდან, ბოლო ერთი თვის მანძილზე, ეს “დრანდის ციხიდან”, ეთნიკური ქართველების გაქცევის უკვე მესამე შემთხვევა იყო, 1 ოქტომბერს დრანდიდან, გალელი ძმები ხაზალიები გაიქცნენ, თან ბოლო სამი წლის მანძილზე, უკვე მეორედ, “თანამდებობიდან” მოხსნეს ე.წ “ციხის უფროსი”, ხოლო ე.წ “ბადრაგის” შვიდი “თანამშრომლის” მიმართ “გამოძიება” დაიწყო.
პარალელურად, “დრანდის იზოლატორში” მასობრივი ჩხრეკა ჩატარდა. ამოღებული იქნა 50-მდე მობილური ტელეფონი, ორი სპეცგადამცემი, 20-მდე ტელევიზორი, სარეცხი მანქანები, გამათბობლები, კომპიუტერები, ნოუთბუქები, მუსიკალური ცენტრები, სათამაშო კონსოლები, დანები, ნაჯახები, ხერხები, ბანქოს და პოკერის სათამაშო პროფესიული აქსესუარები.
„კანონიერი ქურდი აფხაზეთში, ძალიან ბევრისთვის საპატივცემულო ადამიანია. საკმარისია, ჩვენს სასაფლაოებზე გავიდეთ, ნახავთ ვის აქვს ყველაზე მდიდრული საფლავები. სანამ, ჩვენი საზოგადოების ამ იდეოლოგიას და ფასეულობებს არ შევცლით, ვშიშობ, რომ ძალიან ცოტა რამის გაკეთება შეგვეძლება.“ ნათელა აკაბა
ასევე აღმოჩნდა, რომ 30-მდე საკანს საკეტი საერთოდ არ ჰქონდა, ხოლო კანონიერი ქურდების საკნებში უმაღლესი დონის რემონტი იყო გაკეთებული და სასტუმრო ოთახებს ჰგავდა. ციხის სახურავზე და ერთ-ერთი კანონიერი ქურდის საკნის ანტრესოლზე, დიდი ოდენობით, კანაფი იზრდებოდა.
ციხის მაყურებლებმა, გარედან “აფხაზი კანონიერი ქურდების” წაქეზებით, ბუნტის დაწყების გადაწყვეტილება, სწორედ ამ რადიკალური ღონისძიებების შემდეგ მიიღეს.
სოხუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდამჭერი ცენტრის“ დირექტორი ნათელა აკაბა ამბობს, რომ ეს „ერთჯერადი აქცია“ დრანდის ციხეში სიტუაციას ვერ გამოასწორებს, სანამ აფხაზურ საზოგადოებაში ე.წ კანონიერი ქურდებისადმი დამოკიდებულება დადებითი იქნება.
„კანონიერი ქურდი აფხაზეთში, ძალიან ბევრისთვის საპატივცემულო ადამიანია. საკმარისია, ჩვენს სასაფლაოებზე გავიდეთ, ნახავთ ვის აქვს ყველაზე მდიდრული საფლავები. სანამ, ჩვენი საზოგადოების ამ იდეოლოგიას და ფასეულობებს არ შევცლით, ვშიშობ, რომ ძალიან ცოტა რამის გაკეთება შეგვეძლება.“
დრანდის ციხეში პატიმართა ბუნტის გამო, ე.წ “სოხუმის პროკურატურამ” “ასობით” ახალი საქმე “აღძრა”. სეპარატისტთა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ სოხუმში გამოსვლისას, აღნიშნა, რომ რომ კანონიერი ქურდების გარდა, ციხის ბუნტი შესაძლოა, ოპოზიციის მიერ იმართებოდა.
ამ დრომდე, როგორც სოფელ დრანდის, ისე იზოლატორის ტერიტორიაზე, უკანონო ფორმირებების გაძლიერებული ჯგუფები მორიგეობენ. დღესვე, ციხის ბუნტის საკითხი, ე.წ “აფხაზთა პრეზიდენტმა” და სოხუმში ვიზიტად მყოფმა, ს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევმა განიხილეს და ოკუპირებულ აფხაზეთში, ახალი ციხის მშენებლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.