შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა, საქართველოსთვის 5 მილიონი შვედური კრონა გამოყოს

შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა, საქართველოსთვის 5 მილიონი შვედური კრონა გამოყოს, როგორც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩი ანა ლიბერგი სოციალურ ქსელში წერს.
აღნიშნული ინფორმაცია შვედეთის მთავრობის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თანხა გამოყოფილია პროექტებისთვის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კრიზისის მართვა, კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციის გაზიარება.
ამასთან, შვედეთის მთავრობამ თანხები გამოყო უკრაინისა და მოლდოვისთვისაც. პაკეტის ფარგლებში, ს 50 მილიონი შვედური კრონა გადაეცემა, ხოლო მოლდოვას – 5 ხუთი მილიონი.
“მხარდაჭერა ხორციელდება ნატო-ს სხვადასხვა ფონდის მეშვეობით და გამოყენებული იქნება, სხვა საკითხებთან ერთად, კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოებისა და განათლებისთვის”, – აღნიშნულია შვედეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები

ვროპული ბიუროკრატია დღემდე გამოხატავს წყენას ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ მან კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და იმ კურსს, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული

როცა ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირის სახელით ითხოვს, რომ კონსტიტუციური წესრიგიდან უნდა გავიდეს ეროვნული ბანკი, სასამართლო, ცესკო, იქ ხომ ჩანს, რომ არ ამოძრავებს კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, რთულია ურთიერთობების დალაგება

ჩვენთვის საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს აშშ და უფრო მეტად საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს ის არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს კარნახობს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ევროპულ ბიუროკრატიას