საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ბესარიონ ალავიძის ინტერვიუს “ზღაპარს” უწოდებს.
“ზღაპრებზე მე კომენტარს არ ვაკეთებ, კარგად ბრძანდებოდეთ”, – ამბობს ის.
ამავე თემაზე ფორმულა დაუკავშირდა სასამართლო კლანის წევრ ლევან მურუსიძესაც. მან თქვა, რომ ბესარიონ ალავიძის განცხადება “აბსურდული თემაა”.
ლევან მურუსიძემ სიცრუე უწოდა ბესარიონ ალავიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ლევან მურუსიძემ, მიხეილ ჩინჩალაძემ, ვალერიან ცერცვაძემ, ვასილ როინიშვილმა ის [ბესარიონ ალავიძე] კაფეში დაიბარეს და “ტვინის გასხმევინებით” დაემუქრნენ და ამბობს, რომ 12-13 წელია საერთოდ არ ჰქონია მასთან კონტაქტი.
