„დეგუსტო“ ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს

“დეგუსტო” ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს – პროექტის ინვესტიცია 4 მლნ ლარს შეადგენს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ნორაკიძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა, ახალი საწარმო მიმდინარე წლის ბოლომდე გაიხსნება და თბილისში, კერძოდ ფონიჭალაში იქნება.
მისივე ინფორმაციით, ახალი საწარმოს გახსნის შემდეგ კომპანია ნახევარფაბრიკატების წარმოებას დაიწყებს.
“ახალ საწარმოში ნახევარფაბრიკატები ულტრა თანამედროვე სტანდარტებით დამზადდება. არ ვგეგმავთ ქსელურ მარკეტებში შესვლას და ნახევარფაბრიკატების ბრენდის შექმნას – აღნიშნული პროდუქცია ჩვენივე ქსელისთვის იქნება განკუთვნილი. ვფიქრობთ, რომ დაახლოებით, 100-მდე სახეობის ნახევარფაბრიკატს დავამზადებთ.
რაც შეეხება არსებულ საწარმოებს – ამჟამად ჩვენ 2 საწარმო გვაქვს და ორივე საწარმო დაიხურება და მთლიანი წარმოება ახალ საწარმოში გადავა”, – აღნიშნა სანდრო ნორაკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი – 4 წელზე მეტია უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების პირობებში მუშაობს, ამ ფონზე ჩნდება კითხვა: ნუთუ ერთი ავარია საკმარისია, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს?