ირანი და „ჰეზბოლა“ იემენზე განხორციელებულ ავიაიერიშებს გმობენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო -სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე განხორციელებულ ავიაიერიშებს გმობს და იემენის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევად აფასებს.
„თავდასხმებს არავითარი შედეგი არ ექნება, გარდა რეგიონში დაუცველობისა და არასტაბილურობის გაღვივებისა“, – აღნიშნა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ კანანმა.
იემენზე განხორციელებული ავიაიერიშები ირანის მიერ მხარდაჭერილმა ლიბანში მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფება „ჰეზბოლამაც“ დაგმო.
„ამერიკული აგრესია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ სიონისტური მტრის მიერ ღაზასა და რეგიონში ჩადენილი ტრაგედიებისა და ხოცვა-ჟლეტის სრული პარტნიორია“, – აცხადებენ „ჰეზბოლაში“.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – ბევრი დრო არ დაგვრჩა, რადგან მივუახლოვდით ზღვარს, როდესაც არათუ წინ ვერ მივდივართ ევროპაში, არამედ, ვკარგავთ იმასაც, რაც მოპოვებული გვქონდა – აქტიურად უნდა ვიბრძოლოთ სისტემის დემონტაჟისთვის