რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეების კიდევ ერთი დიდი ჯგუფი გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ 2 ოქტომბერს სამხედრო ტყვეები გაცვალეს. თითოეულმა მხარემ 185 პატიმარი გადასცა მოწინააღმდეგეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. ცნობა მოგვიანებით დაადასტურა უკრაინამაც.

სამინისტრო იტყობინება, რომ პატიმრების გარდა, რუსეთში 20 მშვიდობიანი მოქალაქე დააბრუნეს. ისინი ამჟამად ბელარუსში იმყოფებიან, სადაც საჭირო ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას მიიღებენ.

წინა გაცვლა აგვისტოს ბოლოს მოხდა, როდესაც უკრაინასა და რუსეთში 146 სამხედრო ტყვე დააბრუნეს. კურსკის ოლქის რვა მცხოვრები, რომლებიც უკრაინაში აღმოჩნდნენ, ასევე დაბრუნდა რუსეთში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება – მისი პასუხისმგებლობა და როლი აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება