რაჟდენ კუპრაშვილი, სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა

საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა.
ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კორუფციის პრევენციისა და გამჭვირვალობის გაძლიერებას, აგრეთვე, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საკითხებს.
„ხაზი გაესვა ინსტიტუციური თანამშრომლობის აუცილებლობას ისეთ თემაზე მუშაობისას, როგორიცაა მამხილებელთა დაცვის მექანიზმის გაძლიერება.
გარდა ამისა, შეხვედრისას სახალხო დამცველს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისა” (ფარა) და „გრანტების შესახებ” საქართველოს კანონების აღსრულების საკითხებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით საყვარელიძე: თემო იყო ბრენდი, რომელიც მილიონებმა გაიცნო. თბილისის მეხსიერებაში დავით სარაჯიშვილის, მანთაშევის, მელიქ-აზარიანცის და თამამშევების გვერდით, სამარადისოდ აღიბეჭდება თემურ უგულავას სახელიც!