სამხედრო, რომელიც გუშინ იპოვეს, ჩამომხრჩვალია – თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო, რომელიც გუშინ, 11 იანვარს, გორის მუნიციპალიტეტში იპოვეს, ჩამომხრჩვალია. დაღუპულია 1982 წელს დაბადებული კაპრალი ირაკლი აფრიამაშვილი.
“აღნიშნული სამხედრო პირი იმყოფებოდა დათხოვნაში. სამხედრო მოსამსახურე გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
გუშინ, 11 იანვარს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში, იპოვეს გარდაცვლილი კაცი. თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ეს ადგილი კაპრალის საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაა.
საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანის) მუხლით.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – ბევრი დრო არ დაგვრჩა, რადგან მივუახლოვდით ზღვარს, როდესაც არათუ წინ ვერ მივდივართ ევროპაში, არამედ, ვკარგავთ იმასაც, რაც მოპოვებული გვქონდა – აქტიურად უნდა ვიბრძოლოთ სისტემის დემონტაჟისთვის