ნინო ქურდიანი: 34 წლის თათია ლომინაძე რომ გარდაიცვალა დღეს, ესეც პოლიტიკაა. პოლიტიკაა ის, რომ გენდერულად მოტივირებულ დანაშაულებთან მუშაობის სპეციფიკა აღარ იციან პოლიციაში – ვინც იცოდა, ისიც გააქციეს

ფინანსისტი ნინო ქურდიანი:
34 წლის თათია ლომინაძე რომ გარდაიცვალა დღეს, ესეც პოლიტიკაა.
პოლიტიკაა, რადგან ამ წინასწარგამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაში თათიას არაფერი იცავდა “შემაკავებელ ორდენად” წოდებული ფარატინა ფურცლის გარდა. მისი ყოფილი ქმრის არაერთი მუქარის მიუხედავად სამართალდამცავმა ორგანოებმა არაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად.
პოლიტიკაა, რადგან ორგანიზაციებს, რომლებიც ასეთ მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობდნენ, რუსული კანონის გამო დაფინანსება აქვთ შეწყვეტილი და საკუთარი ინიციატივით რასაც სწვდებიან, იმაზე მეტს ფიზიკურად ვეღარ აკეთებენ. (დიდი მადლობა მათ იმისთვის, რასაც ახერხებენ!)
პოლიტიკაა ის, რომ გენდერულად მოტივირებულ დანაშაულებთან მუშაობის სპეციფიკა აღარ იციან პოლიციაში – ვინც იცოდა, ისიც გააქციეს.
მაიმუნის ხელში ხელყუმბარა კლავს. თანაც კლავს ბრმად და უმისამართოდ.
. . .
26 სექტემბერი: “ახალგაზრდა ქალს ყოფილმა ქმარმა ჯერ და­ნით მი­ა­ყე­ნა ჭრი­ლო­ბა, შემ­დეგ სა­ხე­ზე ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა შე­ას­ხა, მერე აა­ლე­ბუ­ლი ბენ­ზი­ნი ეს­რო­ლა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და.
ქალი სას­წრა­ფოს ბრი­გა­დამ თბი­ლის­ში, ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა.”
2 ოქტომბერი: თათია ლომინაძე ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!