თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე წინა ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და “ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ს კრიპტოვალუტის მითვისებაში მსჯავრდებული, თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ქონება აღსრულების ეროვნულ ბიუროს რეალიზაციისთვის გადასცა.
კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება განიხილა, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის თანხის გადაცემა დაევალა.
სასამართლო პროცესს ესწრება მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი და ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე.
ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.
თანხის მითვისების ნაწილში, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182 -3 ,,ბ” და 194 – 3 ,,გ” ნაწილებით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.