პოლიციის ცნობით, თავდაპირველად ავტომობილი ხალხის ჯგუფს შეეჯახა. შემდეგ ერთი ადამიანი დაჭრეს დანით თავდასხმის შედეგად.
პოლიციამ სავარაუდო დამნაშავეს ესროლა. ისინი ამბობენ, რომ ჯერ არ შეუძლიათ დაადასტურონ, გარდაიცვალა თუ არა ეჭვმიტანილი, რადგან „მის პირად საეჭვო ნივთებთან დაკავშირებული უსაფრთხოების პრობლემების გამო“ მასთან მიახლოება ვერ შეძლეს
ბრიტანული მედიის ცნობით, ეჭვმიტანილმა სინაგოგაში შესვლა სცადა.
ადგილზე გადაღებულ ფოტოებზე ჩანს სასწრაფო დახმარების მანქანები და მძიმედ შეიარაღებული პოლიციელი. პოლიციამ დაიწყო ოპერაცია „პლატო“.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თქვა, რომ შეძრწუნებულია ებრაულების დღესასწაულის, იომ-კიპურის, დროს მომხდარი ინციდენტის გამო.
ამავდროულად, მან განაცხადა, რომ გააძლიერებს სინაგოგების და სხვა ებრაული ობიექტების დაცვას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
სტარმერმა ვადამდე დატოვა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) შეხვედრა, რომელიც ამჟამად კოპენჰაგენში მიმდინარეობს.
ფორუმი
