ზვიად რატიანის საქმეზე განაჩენი 9 ოქტომბერს გამოცხადდება

პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე განაჩენი 9 ოქტომბერს გამოცხადდება.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად რატიანის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.
ასევე, სასამართლო პროცესზე მან თქვა:
“მესამე კვირაა არც კუთვნილ პაემანს მინიშნავენ, არც ბლოკნოტი და კალამი შემოდის, ვერც ციხის მაღაზიაში ვყიდულობ. უკვე ერთი თვეა ყველა წერილი, რაც შემოდის, გახსნილი, ნათითურებიანი და დასკოჩილია. საეჭვოდ დაემთხვა ახალი დირექტორის დანიშვნას. არ მაქვს ხმის მიწვდენის საშუალება”.
პროკურატურამ ზვიად რატიანს ბრალი ოფიციალურად 25 ივნისს წარუდგინა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით. მას პოლიციის უფროსისთვის სახეში ხელის დარტყმას ედავებიან.
ზვიად რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს.