დიმიტრი პესკოვი – უკრაინისთვის Tomahawk-ების გადაცემას შესაბამის პასუხს გასცემს

უკრაინისთვის Tomahawk-ების გადაცემას შესაბამის პასუხს გასცემს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კითხვაზე, თუ როგორ უპასუხებს რუსეთი უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების გადაცემას, პესკოვმა უპასუხა, რომ „შესაბამისად“.
ამასთან, კრემლის პრესსპიკერი The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც უკრაინას რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით დარტყმებისთვის სადაზვერვო ინფორმაციას მიაწვდის.
„ეს მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა, თუმცა გამოცდილება აჩვენებს, რომ მსგავსი ინფორმაცია არსაიდან არ ჩნდება. ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში მუდმივად უზიარებს“, – აღნიშნა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…