აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ იერიში დაიწყეს

ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, -მ და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ ავიაგამანადგურებლებიდან, ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავიდან იერიში დაიწყეს.
დარტყმები უკვე განხორციელდა დედაქალაქ სანასა და წითელ ზღვაზე ჰუსიტების დასაყრდენ პორტზე, ჰოდეიდაზე.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა Reuters-ს ანონიმურობის დაცვით უთხრეს, რომ თავდასხმის შესახებ ოფიციალური განცხადება მალე გამოქვეყნდება.
ითვლება, რომ 2016 წლის შემდეგ ეს არის აშშ-ს მიერ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ განხორციელებული პირველი დარტყმა.
თავდასხმის დაწყება დაადასტურა ჰუსიტების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აბდულ ქადერ ალ-მორტადამაც.
“ამერიკულ-სიონისტურ-ბრიტანულმა აგრესიამ იემენის წინააღმდეგ წამოიწყო რამდენიმე რეიდი დედაქალაქ სანაზე, ჰოდეიდას გუბერნიაზე, საადასა და დამარზე”. – წერს ალ-მორტადამი X-ზე.
ღაზაში მიმდინარე ჰამას-ს ომის ფონზე, ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვასა და მიმდებარე წყლებში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმები გაახშირეს. მათი სამიზნეები ისრაელთან დაკავშირებული გემები და ტანკერებია.
წითელი ზღვა, რომელზეც გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12% გადის, აზიასა და ევროპას შორის საქონლის გადატანისთვის უმოკლეს და უმნიშვნელოვანეს საზღვაო გზაზე მდებარეობს. წითელი ზღვის რეგიონში სავაჭრო გზებისთვის გაზრდილი საფრთხის გამო აშშ-მ კომერციული გემების დასაცავად პარტნიორებთან ერთად წითელ ზღვაში ოპერაცია კეთილდღეობის მცველი დაიწყო.