ირაკლი ნადირაძე – 4 ოქტომბერს რუსთაველზე მოდის ასობით ათასი გაბრაზებული, გადაგდებული ადამიანი, ვისაც ეუბნებიან, რომ ამ ქვეყანაში არ დაედგომებათ – 5 ოქტომბრიდან აღმშენებლობას დავიწყებთ, აქ იქნება სამართლიანობის, დემოკრატიის ზეიმი

4 ოქტომბერს რუსთაველზე მოდის ასობით ათასი გაბრაზებული, გადაგდებული, გამწარებული, შეურაცხყოფილი ადამიანი და მათ ეუბნებიან, რომ ამ ქვეყანაში არ დაედგომებათ, ეს ქვეყანა იქნება და ვისაც გინდათ, წადით ამ ქვეყნიდანო – აღმშენებლობას 5 ოქტომბრიდან დავიწყებთ, აქ იქნება სამართლიანობის, დემოკრატიის ზეიმი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
ირაკლი ნადირაძის შეფასებით, სა და „ქართული ოცნების“ ყველა განცხადებაში ჩანს მხოლოდ შიშის გრძნობა. მისვე თქმით, 4 ოქტომბერს ყველა ქართველმა უნდა უთხრას ხელისუფლებას, რომ „არ გავრუსდებით და ყველა ერთად შევქმნით გამარჯვების დღეს!”.
„ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ყველა ე.წ. ლიდერის ყველა განცხადებაში, ყველა ბრიფინგში, ყველა წერილში გამოსჭვივის ერთადერთი გრძნობა და ამას ჰქვია შიშის გრძნობა. მათ ძალიან ეშინიათ 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციის, ძალიან ეშინიათ გაბრაზებული ქართველი ხალხის და მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჯერ არასერიოზულად ეკიდებოდნენ 4 ოქტომბრის რევოლუციას, არასერიოზულად ეკიდებოდნენ მის ლიდერებს და ს მიმართ შავი პიარის როგორი ნიაღვარი იყო ყველა ვხედავდით და ახლაც ცდილობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოახდინონ ამ აქციის დემონიზება და გაშავება, მაგრამ მიხვდნენ, რომ არ გამოუვიდათ, მიხვდნენ რომ ვერცერთმა მათმა უწყებამ – სუს-ი იყო, მათი პროპაგანდისტული მედიები იყო, მათმა მუშაობამ შედეგი ვერ გამოიღო. იციან, რომ 4 ოქტომბერს რუსთაველზე მოდის ასობით ათასი გაბრაზებული, გადაგდებული, გამწარებული, შეურაცხყოფილი ადამიანი და მათ ეუბნებიან, რომ ამ ქვეყანაში მათ არ დაედგომებათ, ეს ქვეყანა იქნება რუსეთი და ვისაც გინდათ წადით ამ ქვეყნიდანო. საქართველო ქართველების გარეშე – აი ამას ეუბნებიან და ეს არის ერთი დიდი რუსული ოცნება, რისთვისაც გამოაგზავნა პუტინმა ივანიშვილი და გამოატანა ორი მილიარდი. არა იმიტომ, რომ საქართველო ევროკავშირში და ნატო-ში შეეყვანა, არამედ გავმხდარიყავით რუსეთი და დიახ, 4 ოქტომბერი არის ის ზღვარი, გადამწყვეტი დღე, ისტორიული დღე, როდესაც ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ ივანიშვილს, რუს ოლიგარქს, „ოცნებას“ – არა, რომ ქართველები არ გავრუსდებით , საქართველო არ იქნება პატარა რუსული სოფელი, საქართველო იქნება ერთიანი, ბედნიერი, ევროპული ქვეყანა, სადაც ამ ქვეყანაში ყველა ადამიანს ექნება ღირსეული სამუშაო და ანაზღაურება, ღირსეული პენსია, საუკეთესო განათლება, , ინფრასტრუქტურა, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ევროპული ქვეყანა და აღმშენებლობას 5 ოქტომბრიდან დავიწყებთ, აქ იქნება სამართლიანობის ზეიმი, კეთილდღეობის ზეიმი, დემოკრატიის ზეიმი. 4 ოქტომბერს ყველა ქართველმა ერთად უნდა შევქმნათ გამარჯვების დღე, რადგან ეს არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის, არცერთი პოლიტიკური ლიდერის აქცია, ქართველი ხალხი მოდის, ქართველი ხალხი იმარჯვებს“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულის ადვოკატი – ვახტანგ ფიცხელაური სასამართლოს მიაწოდებს ინფორმაციას მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარასთან დაკავშირებით

პოლიციის მიერ აქციის მონაწილეებისთვის გზის გახსნისკენ მოწოდების შემდეგ, მომიტინგეთა იმ ნაწილმაც, რომელსაც მანამდე ტროტუარი ეკავა, გზაზე გადაინაცვლა, პოლიციამ კი ტერიტორია დატოვა – ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია