ვოლოდიმირ ზელენსკი – ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მოლდოვის, უკრაინისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მოლდოვის, უკრაინისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„წინსვლის დროა. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მოლდოვის, უკრაინისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ რეალური პროგრესი გვჭირდება. მ სკრინინგის პროცესი დაასრულა და პირველი კლასტერის გახსნისთვის მზად ვართ. ეს უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვება მიულოცა.
„მინდა მაია სანდუს მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მივულოცო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ევროპამ გაიმარჯვა. მოლდოვამ გაიმარჯვა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.