,,სუსის გამოყრილს ჰგავს ეს სიები! რისთვის?“ – გიგა მაქარაშვილი გამოქვეყნებულ სიაზე

სოციალურ ქსელში ვრცელდება სია, სადაც, სავარაუდოდ, იმ სპეცრაზმელების სახელები და გვარებია, ვინც აქტივისტების ინფორმაციით, სისხლიანი მოვლენების უკან იდგა. დღეს მხოლოდ სიის ერთი ნაწილია გავრცელდა, თუმცა ავტორი, ლევან ბესელია, ვისი სახელითაც მონაცემები აიტვირთა, აანონსებს, რომ ლუსტრაციის პროცესი დაიწყო და მალე ყველა გვარი საჯარო გახდება. ამ ამბავს ეხმაურება სამოქალაქო აქტიცისტი, გიგა მაქარაშვილი:
,,სუსის გამოყრილს ჰგავს ეს სიები!
რისთვის?
აი, მთელმა ერმა რო ვიკივლოთ მათი სახელები, ვაფრიალოთ ფოტოები, ვრეკოთ, ვწეროთ, ოჯახებს მივწვდეთ და საბოლოოდ 4ში ჩვენზე გამწარებული რომ მოვიდეს ეს ხალხი რუსთაველზე.
ნაცნობებს ყველა ნახავთ და კარგად დაფიქრდით სანამ რამეს მოიმოქმედებთ, შეარჩიეთ სიტყვები, ტონი…
აქეთ გადმომსვლელთა სავარაუდო სია არ იყოს და ჩვენიანები არ გადავიმტეროთ!
ფრთხილად!”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – საქმეები, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს, არ ასახავს მართლმსაჯულებას, ეს არის დაშინება – ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებებით ვერ ვსარგებლობ, თუ აქ სამართალს ვერ ვნახავ, ევროპულ სასამართლოში წავალ