თურქულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია AJet-მაანკარიდან თბილისის მიმართულებით პირველიპირდაპირი რეისი შეასრულა. ავიაკომპანიაანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით კვირაშიოთხი სიხშირით იფრენს. ავიაკომპანია AJet-ითურქეთის უმსხვილესი ავიაგადამყვანის Turkish Airlines – ის შვილობილი კომპანიაა.
პირველი რეისით თბილისში, თურქეთისრესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია დაავიაკომპანია AJet-ის გენერალური დირექტორი ქერემსარფი ჩამოვიდნენ.
საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისისსაერთაშორისო აეროპორტში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, აეროპორტების გაერთიანების გენერალურიდირექტორი ლევან მოსეშვილი, სამოქალაქოავიაციის სააგენტოსა და თბილისისა და ბათუმისსაერთაშორისო აეროპორტების ოპერატორიკომპანია TAV Georgia-ს წარმომადგენლებიდაესწრნენ.
ავიაკომპანია AJet – ის მიერ ანკარა – თბილისისპირდაპირი ფრენების დაწყების შესახებინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის თურქეთშივიზიტისას გავრცელდა. ეს საკითხი ასევე განიხილესსაქართველო – თურქეთის ეკონომიკურითანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიისსხდომაზე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისადა მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამქვრივიშვილი თურქეთის ტრანსპორტისა დაინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთადთანავმჯდომარეობდა. ანკარასა და თბილისს შორისპირდაპირი ფრენების დაწყება მარიამქვრივიშვილმა ასევე „თურქეთის ავიახაზების“ ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზეგანიხილა.
მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური საჰაერომიმოსვლა საქართველოს სწორედ თურქეთთან აქვს. გასული წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორისმილიონ ორასი ათასზე მეტი მგზავრია გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორისსაერთო მგზავრთნაკადის 47%-ი შეადგინა.
2025 წლის პირველი რვა თვის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდულირაოდენობის, 24 ათასზე მეტი საერთაშორისო დაადგილობრივი ავიარეისი შესრულდა. იანვარ-აგვისტოში შესრულებული სამგზავრო დასატვირთო ავიარეისების რაოდენობა (24 915) 15%-ითაღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდშიგანხორციელებული ფრენების რაოდენობას.
დღეის მდგომარეობით, სამივე საერთაშორისოაეროპორტში ფრენები კვირაში დაახლოებით 700 სიხშირით სრულდება. 2025 წლის საწყის 8 თვეში, საქართველოს აეროპორტების მეშვეობით ჯამურადისარგებლა 5 635 975 მგზავრმა, რაც 14%-ითაღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდშიმიღებული მგზავრების რაოდენობას
