წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სამგორის რაიონში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სამგორის რაიონში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა სამგორის რაიონში, მესამე მასივში არსებულ სტადიონზე, რომელშიც სამგორის რაიონის ოთხივე მაჟორიტარობის კანდიდატი მონაწილეობდა. კანდიდატების მხარდასაჭერად ხალხმრავალ შეხვედრაზე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მივიდნენ.
როგორც შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა აღნიშნა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული უამრავი შეხვედრის და ამ შეხვედრებზე მოსული ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, იგი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. ზაქარია წიკლაურმა „ქართული ოცნების“ 13 წლის წინანდელი გამარჯვებაც გაიხსენა, მმართველ გუნდს და მის ყველა გულშემატკივარს ეს თარიღი მიულოცა და მომავალ არჩევნებში ყველა კანდიდატს წარმატებები უსურვა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა