ილონ მასკი პირველი ადამიანია, რომლის ქონებამაც $500 მილიარდს მიაღწია

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა ისტორიული ნიშნული გადალახა და გახდაპირველი ადამიანი მსოფლიოში, რომლის ქონებამაც $500 მილიარდს მიაღწია.
როგორც Forbes-ის მილიარდერების ინდექსი აჩვენებს, მასკის ქონება 500.1 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.
ეს ზრდა განაპირობა, უპირველეს ყოვლისა, Tesla-ს აქციების ზრდამ და მის მფლობელობაში არსებული სხვა ტექნოლოგიური სტარტაპების, მათ შორის SpaceX-ისა და ს კომპანია xAI-ის ღირებულების მკვეთრმა მატებამ.