პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დანიის მეფისა და დედოფლის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც EPC-ის სამიტის მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში (EPC) მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად დანიის მეფისა და დედოფლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო.
დანიის მეფე ფრედერიკ X-მ და დედოფალმა მერი ელიზაბეთმა სამიტის მონაწილე ლიდერებს კოპენჰაგენში, ამალიენბორგის სასახლეში უმასპინძლეს.
საქართველოს მთავრობის მეთაური EPC-ის რიგით მე-7 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც კოპენჰაგენში ხვალ გაიმართება.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
Next: დაძაბულობის მუხტის შემოსატანად ბევრი ზარი ხორციელდება, რომ თითქოს სადღაც ბომბია განთავსებული. მოსაზრებაც მაქვს და გარკვეული ინფორმაციაც, რომ ერთ-ერთი იმ ქვეყნიდან, საიდანაც „ჰექსოგენიც“ გამოგვიგზავნეს
