დიპლომატიური სკანდალი თბილისსა და კოპენჰაგენს შორის. დაიძაბება თუ არა პოლიტიკური ურთიერთობა დანიის სამეფოთან ელჩის მიერ გაკეთებული განცხადების გამო? დანიის პირველმა დიპლომატმა საქართველოში, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ შეუდგა საქმიანობას, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია, რამაც “ქართული ოცნება” წყობიდან გამოიყვანა.
“ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ფული 90-იანების რუსეთში იშოვა”, – ტოფტ სორენსენსის ამ სიტყვებს ჯერ მმართველი გუნდიდან შეურაცხმყოფელი განცხადებები, შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატის დაბარება მოჰყვა.