ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში შვედეთი საქართველოსთვის 5 მილიონ შვედურ კრონას გამოყოფს

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში შვედეთი საქართველოსთვის 5 მილიონ შვედურ კრონას გამოყოფს. ამის შესახებ განცხადებას შვედეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
განცხადების თანახმად, გამოყოფილი 5 მილიონი შვედური კრონა (დაახლოებით 490 ათასი დოლარი) ისეთ სფეროებში არსებულ პროექტებს მოხმარდება, როგორებიცაა – კრიზისის მენეჯმენტი, კიბერუსაფრთხოება, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და საკომუნიკაციო არხების უსაფრთხოება.
შვედეთის მთავრობა ცალკე სახსრებს გამოყოფს უკრაინისთვის (50 მილიონი შვედური კრონა) და მოლდოვისთვის (5 მილიონი შვედური კრონა). უკრაინისთვის გამოყოფილი თანხა ისეთ პროექტებს მოხმარდება, რომლებიც უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ დაფინანსების ნაკლებობას განიცდის, მაგალითად, თავდაცვითი აღჭურვილობის, საწვავის, სამედიცინო აღჭურვილობის შეძენის მხრივ. მოლდოვისთვის გამოყოფილი სახსრები უნდა მოხმარდეს აღჭურვილობის შეძენას, წვრთნას და რეფორმების მხარდაჭერას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – აქცია ვერ აღწევს კულმინაციას, ძირითად შედეგს, რისთვის არის მოწოდებული და დაიწყეს ახლა აკერმანის დღის წესრიგის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ნაწილზე საუბარი, ფატალურ შედეგზე

ირაკლი ქადაგიშვილი – აღმოჩნდა, რომ დაფინანსება, განსაკუთრებით პოლიტიკასთან პირდაპირ დაკავშირებული „ენჯეოების“, ხმარდება სწორედ რევოლუციების მოწყობას ქვეყანაში და რადიკალიზმის გაღვივებას