Brookfield–ის ფინანსურმა დირექტორმა ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში ინვესტიციების საჭიროება 7 ტრილიონ დოლარად შეაფასა

ხელოვნური ინტელექტის () სწრაფ ზრდას შესაძლოა დაახლოებით 7 ტრილიონი დოლარის დაფინანსება დასჭირდეს, განაცხადა ამერიკული საინვესტიციო კომპანია Brookfield Asset Management-ის ფინანსურმა დირექტორმა, ჰედლი პირ მარშალმა იმის დაკონკრეტების გარეშე, თუ რა პერიოდს მოიცავს ასეთი შეფასება.
ამის შესახებ მან Bloomberg-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „ქალები, ფული და ძალაუფლება“ (Women, Money & Power) განაცხადა.
Brookfield–მა ადრე აიღო ვალდებულება, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საფრანგეთში მონაცემთა ცენტრებსა და ს ინფრასტრუქტურაში 20 მილიარდი ევროს ინვესტიციას ჩადებდა და გამოაცხადა შვედეთში ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრის მშენებლობაში 95 მილიარდ შვედურ კრონამდე ინვესტიციის გეგმები, რასაც 10-15 წელი დასჭირდება.
ვრცლად interfax – ზე