ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მიღწევა ამ 13 წლის განმავლობაში, არის ის მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც 2012 წლიდან დაიწყო. დარწმუნებული ვართ, რომ ამ მტკიცე პოლიტიკით და იმ ხედვით, რომელიც ჩვენს გუნდს გააჩნია, ჩვენი ქვეყანა სულ წინ და წინ ივლის

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მიღწევა ამ 13 წლის განმავლობაში, არის ის მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც 2012 წლიდან დაიწყო. დარწმუნებული ვართ, რომ ამ მტკიცე პოლიტიკით და იმ ხედვით, რომელიც ჩვენს გუნდს გააჩნია, ჩვენი ქვეყანა სულ წინ და წინ ივლის
„ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მიღწევა ამ 13 წლის განმავლობაში, რაც შეიძლება აღინიშნოს, არის ის მშვიდობა, ის სტაბილურობა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, რომელიც 2012 წლიდან დაიწყო.“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიას თქმით, საქართველოს უახლეს ისტორიაში, პირველად, ასეთი უწყვეტი მშვიდობა, პირველ რიგში, არის ქართველი ხალხის მონაპოვარი. „ეს იყო ადამიანის უფლებაზე, ღირებულებაზე, ფასეულობაზე, ქვეყანაზე, ისტორიაზე, ღირსებაზე, კულტურაზე დაყრდნობილი ის არსი და იდეა, რომელიც 13 წლის თავზე კიდევ ერთხელ ვხედვათ, რომ ჩვენი საზოგადოების მხრიდან არის დაფასებული. რაც შეეხება, როგორ გავიხსენებთ იმ განვლილ 13 წელს, ძალიან ბევრი ქარტეხილით გავიხსენებთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გუნდის შიგნით, ქვეყნის გარეთ და კარგად ვხედავთ, ძალიან ნიშანდობლივი და ხაზგასასმელია 2022 წლის შემდეგ, როგორ გეოპოლიტიკურ ტექტონიკურ ძვრებს გაუძლო და უძლებს ჩვენი ქვეყანა სწორედ იმ მტკიცე პოლიტიკით, იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ 2012 წლის შემდეგ. ეს პოლიტიკა დღემდე ხორციელდება და ასეც გაგრძელდება. ყველაზე მთავარი არის მშვიდობის მონაპოვარი. საქართველოს უახლეს ისტორიაში, პირველად ასეთი უწყვეტი მშვიდობა, ეს პირველ რიგში, არის ქართველი ხალხის მონაპოვარი. მათი სიბრძნის, შეხედულების, მათი ისტორიის გააზრების და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ მტკიცე პოლიტიკით და იმ ხედვით, რომელიც გააჩნია ჩვენს გუნდს, ჩვენი ქვეყანა სულ წინ და წინ ივლის“-განაცხადა კირცხალიამ.
Previous: ევროკავშირის ოთხმა ქვეყანამ, საფრანგეთმა, ბელგიამ, ესპანეთმა და ნიდერლანდებმა, 2022 წლიდან, როცა ს მხრიდან ში სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო, 2025 წლამდე, რუსეთს უფრო მეტი თანხა გადაუხადეს ბუნებრივი აირისთვის, ვიდრე ჯამურად დახარჯეს უკრაინის დახმარებაზე

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის ოთხმა ქვეყანამ, საფრანგეთმა, ბელგიამ, ესპანეთმა და ნიდერლანდებმა, 2022 წლიდან, როცა რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო, 2025 წლამდე, რუსეთს უფრო მეტი თანხა გადაუხადეს ბუნებრივი აირისთვის, ვიდრე ჯამურად დახარჯეს უკრაინის დახმარებაზე