საქართველოს გზა ევროპული, მშვიდობიანი და პრინციპულია, გვჯერა, რომ ჩვენი მიზანი, 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება, რეალისტური და მიღწევადია

ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ჩვენი გზა სტაბილური და შეუქცევადი რჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ყოველთვის პასუხისმგებლიანი პარტნიორი იყო.
„ჩვენ ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულებას. გვჯერა, რომ ჩვენი მიზანი, 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება, რეალისტური და მიღწევადია – არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამისკენ ვისწრაფვით, არამედ იმიტომ, რომ ვაკეთებთ იმას, რაც ამას იმსახურებს. ჩვენ რეფორმებს მოთმინებითა და მონდომებით ვახორციელებთ და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წლებში საქართველოს მიმართ მიდგომა უფრო სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული გახდება, რაც ასახავს როგორც ჩვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, ასევე მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს.
ჩვენი საგარეო პოლიტიკა ხელმძღვანელობს როგორც ურყევი პრინციპებით, ასევე პრაგმატული მოსაზრებებით. ქართველი ხალხი სრულად აცნობიერებს ომის დიდ ფასს. ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ს ოკუპაციის ქვეშ რჩება და ურყევად ერთგულნი ვრჩებით მშვიდობიანი მოგვარებისკენ, სრულად ვაღიარებთ, რომ მშვიდობა წინსვლის ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გზაა“, – განაცხადა მ.
მისივე თქმით, საქართველოს გზა ევროპული, მშვიდობიანი და პრინციპულია.
„ვაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს და საკუთარი წვლილი შეგვაქვს პროცესში. ურყევად ვრჩებით რეფორმირების რეჟიმში, ჩვენი ვალდებულებების მიმართ ერთგულნი და ორიენტირებულნი დასახული შედეგების მიღწევაზე. ჩვენი დემოკრატიის გაღრმავებისა და სტრატეგიული როლის გაფართოების კვალდაკვალ, ველოდებით, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები საქართველოს ისეთ ქვეყნად აღიქვამენ, რომელიც ევროპის მომავლის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ის გლობალური პოლიტიკური რეჟიმი არ დამარცხდება, ვინც საქართველოში ეს მახრჩობელა სურო დაგვითესა. თაობები იცვლება, უცვლელი კი უნდა დარჩეს “ქართული სახელმწიფოს” იდეა

ევროკავშირის ოთხმა ქვეყანამ, საფრანგეთმა, ბელგიამ, ესპანეთმა და ნიდერლანდებმა, 2022 წლიდან, როცა რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო, 2025 წლამდე, რუსეთს უფრო მეტი თანხა გადაუხადეს ბუნებრივი აირისთვის, ვიდრე ჯამურად დახარჯეს უკრაინის დახმარებაზე