თინა ბოკუჩავა ჯეიმს მაკკლირს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის დელეგაციის წევრს, ჯეიმს მაკკლირს შეხვდა.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჯეიმს მაკკლირი ბრიტანეთის თემთა პალატაში საქართველოს საკითხზე აქტიურობით არის ცნობილი, სადაც ის ყოველთვის ითხოვს ქართული დემოკრატიის მხარდაჭერას, მათ შორის ბრიტანეთის სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილისა და მისი რეჟიმის წევრების მიმართ. ორმხრივი შეხვედრის დროს, მხარეებმა საგანგებო დებატები განიხილეს, რომელიც ხვალ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შედგება“, – აღნიშნულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს