“ჩვენ დავიცავთ საქართველოს… დროა კავკასიის ხალხებმა აიღონ პასუხისმგებლობა ” – “კავკასიის კავშირის” მემორანდუმი

❗️ყურადღება – შეგიძლიათ გაავრცელოთ: 🔘ინფორმაცია:
🔘 “კავკასიის კავშირის” მემორანდუმი (ფოტოზე მარცხნივ)-მიღებულია კიევში 2023 წლის 7 დეკემბერს, ხელმოწერილია კავკასიის კავშირის კონვენტის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის ლადო გამსახურდიასა და “კავკასიის ლეგიონში” შემავალი ყველა სამხედრო ჯგუფის, მათ შორის სომხური, აზერბაიჯანული, ჩეჩნური და სხვა ბატალიონების მიერ. 🔘 მემორანდუმის ინიციატორია კავკასიის კავშირის კონვენტის სამხედრო კომიტეტი და მემორანდუმის თანახმად, “კავკასიის” ლეგიონში” შემავალი ყველა შენაერთი იღებს პასუხისმგებლობას ურთიერთთანამშრომლობისა და თანადგომის შესახებ, მხედრული ღირსების შესაბამისად და მთავარ მიზნად დასახელებულია უკრაინისა და კავკასიის თავისუფლებისთვის ბრძოლა და რუსული აგრესიისგან ერთობლივი თავდაცვა. 🔘 “კავკასიის კავშირის” კონვენტის სამხედრო კომიტეტის მოწოდება უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი “კავკასიის ლეგიონის” კავკასიელი და უკრაინელი წევრებისადმი (ფოტოზე მარჯვნივ): ❗️ძვირფასო კავკასიელებო, დებო და ძმებო! ❗️”კავკასიის კავშირის” ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მწვავდება სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოს ირგვლივ: რუსეთს არ სურს კავკასიელი ხალხისთვის სიმშვიდე, ის ვერასდროს გაძღება მათი სისხლით!
ჩვენ კვლავ ვისმენთ მუქარას ს მხრიდან, კავკასიის ხალხთა ქვეყნებში ახალი სამხედრო აგრესიის შესახებ, მაგრამ საქართველოში, როგორც კავკასიის გულში, ამის დაშვება არაფრით არ შეიძლება. ჩვენ დავიცავთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც წარმოადგენს ნებისმიერი აგრესიის მოგერიების შემძლე, მომავალი კავკასიის კონფედერაციის კავშირის შუაწერტილს. მოვიდა დრო, კავკასიის ხალხებმა აიღონ თავიანთ თავზე ისტორიული პასუხისმგებლობა კავკასიის მომავალი ხალხის წინაშე და შეუერთდნენ კავკასიის კავშირის კონვენტის სამხედრო კომიტეტის მოწოდებას. ჩვენ ჰუმანური ცივილიზაციის ხალხი ვართ, ჩვენ კავკასიელები ვართ, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ერთი სამშობლო გვაქვს! კავკასიელების კეთილშობილური ტრადიციებით თვით მოსისხლე მტერიც კი აღფრთოვანებულა! კავკასიაში არასდროს ყოფილა არც რასობრივი დისკრიმინაცია, არც ომი რელიგიებს შორის! სამსაუკუნოვანი მკვლელობების მიუხედავად, რუსეთის იმპერიამ კავკასიური ეტიკეტის გაქრობაც კი ვერ მოახერხა! უსულგულო, არაადამიანური წარმონაქმნი რუსეთის სახით ცდილობს შეაშინოს მთლიანად კავკასიური სუპერეთნოსი! რუსეთი ისევ დაიგეშა და იწევს საქართველოზე, კავკასიის ყველა ხალხის უწყინარ გულზე! ამ შემთხვევაში მონსტრი ძალიან შემცდარია, რადგან ეს არ იქნება ომი მძლავრ რუსეთსა და სუსტ საქართველოს შორის, ეს იქნება ომი სრულიად კავკასიის ხალხთან და ჩვენ მივიღებთ ამ გამოწვევას როგორც კავკასიის, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე: ჩვენ გავანადგურებთ აგრესორებს! ჩვენ უკვე არავის მივცემთ კავკასიის ოკუპაციის უფლებას!”🔘

ასევე დაგაინტერესებთ