რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – რუსეთსა და ამერიკას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შემოდგომის ბოლომდე გაიმართება

რუსეთსა და ამერიკას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შემოდგომის ბოლომდე გაიმართება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„ეს შემოდგომის ბოლომდე აუცილებლად მოხდება. ჯერჯერობით ზუსტი თარიღი შეთანხმებული არ არის და ყველაფერი განიხილება“, – განაცხადა რიაბკოვმა.
ასევე, მისი თქმით, რუსეთი პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხს ამერიკელების წინაშე მუდმივად აყენებს.
„ამ საკითხს ყოველთვის ვაყენებთ. ეს ერთ-ერთი ის საკითხია, რომელზეც კონსულტაციების დროს ვმუშაობთ. ამჟამად ვაშინგტონში რუსული მხარისგან მიღებულ რამდენიმე კონკრეტულ წინადადებას განიხილავენ“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს