ხალხმა უკვე კარგად იცის: ივანიშვილის ვრცელ წერილს უნდა ელოდოს როდესაც მისი ხელისუფლების კრიზისი ღრმავდება და ჩამოშლის საფრთხის წინაშე დგება!!!
თუმცა, ამ ჯერზე, აქამდე უპრეცედენტო შიდა დაპირისპირებამ, წერილის შემქმნელებს დიდი შეცდომა დააშვებინა: ივანიშვილის სახელით – კრიტიკულ დღედ 4 ოქტომბრის გამოცხადება, დაანონსებული საპროტესტო გამოსვლების ირიბი რეკლამა გამოვიდა, რაც ამ თარიღისადმი ინტერესს თითქმის ა ს ა მ მ ა გ ე ბ ს! წერილი აღიარებს პარტიაში კრიზისს და მის მიზეზად შიგნით არსებული “მუხანათი მოღალატეები” არიან მიჩნეული…გვარები არ დასახელებულა მაგრამ “ზღარბებმაც კი იციან” რომ, ღარიბაშვილზე, ლილუაშვილზე, გომელაურზე, რიჟვაძეზე და დაგვარ “მაგნებზე” არის საუბარი… მძიმე საგარეო ფონი კიდევ უფრო ამძაფრებს “წერილის” ისედაც მინორულ პათოსს: უკრაინული დრონებით დანგრეული რუსეთის ეკონომიკა —კორეიდან და სინგაპურიდან იწყებს ბენზინის იმპორტს?!?!… ტრამპმა გუშინ ისევ გაიმეორა—“პუტინი ქაღალდის ვეფხვიაო”; რუსული ეკონომიკა “ჯოჯოხეთის გზას ადგასო”; მედვედევს კი, სულ “აბდალი” ეძახა… ივანიშვილის ფანი — პუტინისტი ო რ ბ ა ნ ი ც კი გადატრიალდა: “რუსეთი ყველა განზომილებაში აგებს ევროპასთანო: რიცხობრივად, ეკონომიკური თვალსაზრისით, თუ სამხედრო ძლიერებითო… რაც შეეხება 2012 წლის “გამარჯვებას”—ივანიშვილის მაშინდელი საყრდენი ფიგურების საერთო აზრი, ყველაზე მკაფიოდ გამოხატა გია ხუხაშვილმა: “ახლა რომ იყოს 2012 წლის ოქტომბერი, ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად არ დავუჭერდი მხარსო… საპირისპირო მხარეს დავდგებოდიო!!! სხვათაშორის, ივანიშვილის ეს “წერილი”, პარტიაში არსებულ კრიტიკულ მომენტზეა უფროა მომართული და არაფრის შემცვლელ საკრებულოების არჩევნებზე არც არის ყურადღება გამახვილებული ტექსტში…
ასე რომ, ბიძინა ივანიშვილი, მისი ოფიციალური წერილით “კიდევ ერთ გამოცდად” აღიარებულ 4 ოქტომბერს, თავად აყენებს ქართველ ხალხს ძ ა ლ ი ა ნ საინტერესო პოლიტიკური გამოწვევის წინაშე !!!
