დანიის პრემიერ-მინისტრი – ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე რთულ და სახიფათო მდგომარეობაშია

დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიქსენის განცხადებით, ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე რთულ და სახიფათო სიტუაციაშია და რომ ეს ცივი ომის დროინდელ მდგომარეობაზე უარესია.
„ვფიქრობ, ეს სერიოზულია. ვფიქრობ, რომ უკრაინაში ომი ძალიან სერიოზულია. როდესაც დღეს ევროპას ვუყურებ, ვფიქრობ, რომ ჩვენ მეორე მსოფლიო ომის დასრულების – და არა ცივი ომის – შემდეგ ყველაზე რთულ და სახიფათო სიტუაციაში ვართ“, – აღნიშნა დანიის პრემიერმა კოპენჰაგენში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყების წინ.
დრონების შეჭრის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, მეტე ფრედერიქსენმა უპასუხა, რომ ზოგადად მათი ჩამოგდების მომხრეა, მაგრამ „ეს სწორი გზით უნდა გაკეთდეს“.
მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერების მთავარი ამოცანაა „უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხების განხილვა, მათ შორის დრონებისა და უკრაინისთვის დახმარების შესახებ.
დანიის პრემიერის თქმით, მხარს უჭერს ევროკომისიის წინადადებას უკრაინისთვის ე.წ. „სარეპარაციო სესხის“ გამოყოფის შესახებ, რომელიც გაყინული რუსული აქტივებით იქნება უზრუნველყოფილი.
„ვიმედოვნებ, რომ ახლა ყველა აღიარებს, რომ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს და ერთ დღეს ეს პოლონეთია, მეორე დღეს , ხოლო მომავალ კვირას, ალბათ, სხვაგან ვიხილავთ დივერსიას ან დრონების ფრენას. ამიტომ, ამას ევროპული პერსპექტივიდან ვუყურებ. მხოლოდ ერთი ქვეყანაა მზად, დაგვემუქროს და ეს რუსეთია და ამიტომ, ძალიან ძლიერი პასუხი გვჭირდება“, – აღნიშნა დანიის პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა