მედია: ვინ არის და რას ამბობს ქალი, ვისაც დოკუმენტების მიხედვით, ზარქუას სიძემ კომპანია “ლაგი კაპიტალი“ აჩუქა (ვიდეო)

კორუფციული სკანდალი – ბაღების და სკოლების ფულის მოპარვის ბრალდებით დაკავებული ბერძენიშვილის მეუღლე, ია რამიშვილი ის ადამიანია, რომელსაც, საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ზარქუას სიძემ, ალექსანდრე ამისულაშვილმა კომპანია “ლაგი კაპიტალი“ აჩუქა.

რამიშვილი ერთადერთი იყო ვინც “პირველების“ სატელეფონო ზარს უპასუხა, თუმცა განაცხადა, რომ ამ თემაზე საუბარი არ უნდა.

არ მცალია ქალაბატონო ამ საკითხზე სასაუბროდ, – თქვა მან და ტელეფონი გათიშა.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით 2 პირი – ალექსანდრე ბერძენიშვილი და ბესიკ ბერძენიშვილი დააკავა.

უწყების ცნობით, დაკავებულებმა,  2023 წელს „ლაგი კაპიტალის“ მეშვეობით გაიმარჯვეს 11 ტენდერში, რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა, დღეის მდგომარეობით კი არცერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა.