გორში, სოფელ საქაშეთთან ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ საქაშეთთან მოხდა.
საავტომობილო გზაზე მოძრავი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი ორი პირი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. გარდაცვლილი საქაშეთის საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)