დღეს, 8 საათზე, ფილარმონიასთან ქალთა სოლიდარობის აქცია გაიმართება

დღეს, 1 ოქტომბერს, 8 საათზე, ფილარმონიასთან ქალთა სოლიდარობის აქცია გაიმართება.
ორგანიზატორები მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს, რომ ბრაზისა და ბრძოლის სიმბოლოდ, წითელი სამოსით გამოცხადნენ.
ორგანიზატორები, გამოქვეყნებულ ანონსში ამბობენ, რომ საქართველოში ქალები “ორმაგ და სამმაგ ძალადობას განიცდიან”. მათი განცხადებით, რუსთაველის გამზირზე აქციების დროს ქალებს განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობიან და სცემენ.
ორგანიზატორები ხაზს უსვამენ მმართველი პარტიის განცხადებებს, სადაც ამბობენ, რომ “ძალადობის სიმბოლოდ ქცეულ რეჟიმთან მებრძოლ ქალებს – ქალებად ვერ აღიქვამენ”.
ორგანიზატორების ცნობით, “ქართული ოცნების” ხელისუფლება თავისი გულგრილობით, ახალისებს ოჯახში ქალზე ძალადობას.
მათი თქმით, მთავრობამ გააუქმა გენდერული “კვოტები”, შეაჩერა ძალადობის პრევენციისთვის განხორციელებული პროექტები, რის შედეგადაც, “ქალები საკუთარ ბედთან მარტო დარჩნენ”.
„ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ ჩუმად არ ვისხდებით! ჩვენ განრისხებულები ვართ და ჩვენი რისხვის გამოსახატად ქუჩაში გამოვდივართ. 1 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ფილარმონიის წინ გამოვდივართ გაბრაზებული ქალები – ჩვენი სიცოცხლისთვის, ჩვენი შვილებისთვის, დებისთვის, დედებისთვის, ქალი პოლიტპატიმრებისთვის.
გელოდებით ყველას, ვისაც პასუხი გაქვთ გასაცემი რეჟიმის მხრიდან ქალების იძულებით გაშიშვლებაზე, გაუპატიურებით მუქარაზე, ძალადობის წახალისებაზე. ქალებს ბრძოლას ვერ გადაგვაჩვევთ!”, – წერია ორგანიზატორების მიერ გამოქვეყნებულ აქციის ანონსში.
ავტორი: ნინა სიგუა

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)