ქართული და დაღესტნური საზოგადოება ავარელ (დაღესტნელ) კინომსახიობს, რეჟისორს, პოეტს ალი ისაევ-ავარსკის ემშვიდობება

მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა კინომსახიობი, რეჟისორი, პოეტი, კინოაკადემიისა და მწერალთა კავშირების წევრი ალი ისაევ-ავარსკი.
ალი ისაევ-ავარსკი დაღესტანში, გუნიბის რაიონის აულ ობოხიში დაიბადა.
დაამთავრა კინოსტუდია “ქართულ ფილმთან” არსებული კინომსახიობთა სასწავლო სტუდია (ხელმძღვანელები: ე. შენგელაია, რ. ჩხეიძე) 1974 წელს.
განსახიერებული აქვს “ქართული ფილმი”-ს და საზღვარგარეთის კინოსტუდიების მიერ დადგმულ მხატვრულ ფილმებში მრავალი ეკრანული სახე: “დიდოსტატის მარჯვენა” (1970), “ქორწილი” (1973), “ლევან ხიდაშელი” (1973), “საჰაერო ხიდი” (1974), “გაქცევა გათენებისას” (1975), “კოლხური ბალადა” (1975), “კავკასიელი ტყვე” (1975), “მიზანი” (1979), “მშობლიურო ჩემო მიწავ /რაიკომის მდივანი/” (1980), “თბილისი, პარიზი, თბილისი” (1980), “წითელი ვაშლების ხანა” (1981), “ცეცხლოვანი გზები” (1978-1984), “წიგნი ფიცისა” (1983), “გაზაფხული გადის” (1983), “ზოგი ჭირი მარგებელია” (1984), “ამბავი სურამის ციხისა” (1984), “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა” (1984), “ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი” (1989), “შამილი – სამოთხე ხმლების ჩრდილ ქვეშ” (1992) და სხვა; გადაღებული აქვს დოკუმენტური ტრილოგია: “სა­ქარ­თვე­ლო და დაღესტანი. მიზიდულობის ფორმულა”, “რასულ გამზათოვი და საქარ­თვე­ლო” (1998), “სა­ქარ­თვე­ლო დაღესტნელთა თვალით” (2002), “ქართველების თვალით დანახული დაღესტანი” (2010).
ავტორია პროზაული და პოეტური ნაწარმოებებისა: “დაღესტნური რტო ქართულ მუხაზე” (1978), “მთიელი ჭაბუკის ფიცი” (1986), “გზა მშვიდობისა” (1986), “ამბავი ერთი სიყვარულისა” (2000), “არწივის ბუდე” (2009), “გულის ძახილი სისხლის ყივილი” (2010), “ქვეყანა, სადაც სიყვარული მეფობს” (სამტომეული ქართულ 2006–2008, რუსულ 2011–2012 ენებზე) და სხვა;
მიღებული აქვს დაღესტნის რესპუბლიკის მედალი – “შამილი” (1998), ს ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდო ქართულ-დაღესტნური და აფხაზეთის ომის დროს შეტანილი წვლილისთვის (2017) და საქართველოს კინოაკადემიის და მწერალთა კავშირების ჯილდოები.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლაგი კაპიტალის“ ორ წარმომადგენელს ბრალი ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტებზე წარედგინა

ირაკლი კუპრაძე – თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე მაღალი გარჩევადობის მქონე ვიდეოკამერები დამონტაჟდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ვამხილოთ და აღვკვეთოთ ე.წ. კარუსელი და „ოცნების“ მხრიდან გაყალბების მცდელობა