გაანაღდე თანხა ბარათისა და პინ კოდის გარეშე მარტივად – თიბისის მობაილბანკიდან

დაფიქრებულხარ, რატომ არ იყენებ QR კოდს თანხის გასანაღდებლად? თუ ჯერაც არ იცი, რომ განაღდების სწრაფი და მარტივი საშუალებაა?

დიახ, სწორად გაიფიქრე – თანხის გასანაღდებლად ბარათის ძებნა და პინ კოდის გახსენება აღარ გჭირდება. QR კოდის დახმარებით, ამ პროცედურას უმარტივესად გაივლი ს მობაილბანკიდან.

ახლა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და თავად დარწმუნდებით, რა მარტივი და მოსახერხებელია თუ თიბისის მობაილბანკი გაქვს.

  • გახსენი თიბისის მობაილბანკი
  • იპოვე QR სკანერი მარჯვენა ზედა კუთხეში
  • იპოვე ბანკომატის QR კოდი
  • დაასკანერე ბანკომატის QR კოდი QR სკანერით
  • და გაანაღდე თანხა ბარათის გარეშე

ახლა, ერთად დავფიქრდეთ QR-ით განაღდების უპირატესობებზე.

აღარ გჭირდება ბარათის ძებნა საფულეში – ფულს ტელეფონიდან იღებ.

აღარ ფიქრობ კოდის დამახსოვრებაზე – პინი თუ დაგავიწყდა, QR მის გარეშე მაინც მუშაობს.

აღარ ეხები ბანკომატს და ბარათიც შიგნით არ შედის. შესაბამისად, „გაჭედვა“ ან „ჩაყლაპვა“ გამორიცხულია. შესაბამისად, QR უფრო უსაფრთხოა.

სისწრაფე – რამდენიმე წამში იღებ QR-ს და თანხას და ტოვებ რამდენიმე ნაბიჯს, რაც ძვირფას დროს მოგაგებინებს.

და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – კომფორტი – ყველა პროცედურა ტელეფონიდან.

სცადე ახლავე, ბარათისა და პინის გარეშე – მხოლოდ შენ და QR თიბისის მობაილბანკში.