ესტონური გამოცემა Delfi წერს, რომ ცამეტმა ესტონურმა კლუბმა ესტონეთის ფეხბურთის ასოციაციის რიგგარეშე სხდომის გამართვა მოითხოვეს, იმის გამო, რომ UEFA-მ განიხილოს რუსული კლუბებისთვის “სოლიდარობის გადახდების” შეჩერების საკითხი და რუსეთის ფედერაცია ორგანიზაციიდან გარიცხოს.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, UEFA-მ რუსულ კლუბებს “სოლიდარობის გადახდების” სისტემის ფარგლებში 10,8 მილიონი ევრო გადაუხადა. რუსეთის საფეხბურთო კავშირი ასევე ორგანიზაციის წევრი რჩება და კლუბების შეჯიბრებიდან გარიცხვის მიუხედავად, კლუბების კოეფიციენტების ცხრილში ქულები აქვს.
ესტონურმა კლუბებმა ესტონეთის ფეხბურთის ასოციაციას სთხოვეს რიგგარეშე შეხვედრის ორგანიზება, რადგან განიხილონ რუსეთისთვის დაფინანსების შეჩერება და რუსეთის ფედერაციის UEFA-დან გარიცხვის პროცესი.
მოთხოვნას ხელი მოაწერა 13-მა ესტონურმა კლუბმა, მათ შორის მოქმედმა ეროვნულმა ჩემპიონმა “ლევადიამ” და ადგილობრივი ჩემპიონატის მესამე ადგილზე გასულმა გუნდმა “პაიდემ”.
ესტონეთის ფეხბურთის ასოციაციის წესდების 19.1.2 მუხლის თანახმად, საბჭო ვალდებულია მოიწვიოს სხდომა, თუ ასოციაციის წევრების სულ მცირე ერთი მეათედი წარადგენს წერილობით და დასაბუთებულ მოთხოვნას. მოთხოვნის წარდგენის დროს ასოციაციას 110 წევრი ჰყავდა.
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის ნაცვლად “ოქროს ბურთის” მფლობელ მწვრთნელს ნიშნავენ
