მედია: არგენტინაში სამი გოგონა პირდაპირ ეთერში აწამეს და მოკლეს – ერთ-ერთი მათგანი 15 წლის იყო: ქვეყანა საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა

არ­გენ­ტი­ნა­ში მომ­ხდარ­მა სა­ზა­რელ­მა და­ნა­შა­ულ­მა მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა.

ად­გი­ლობ­რივ­მა ნარ­კო­ტი­კე­ბით მო­ვაჭ­რე ბან­დამ სამი ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთ არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო, პირ­და­პირ ეთერ­ში გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა, აწა­მა და ბო­ლოს მოკ­ლეს.

ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში, პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ი­ცე­მო­და.

უსაფრ­თხო­ე­ბის მი­ნის­ტრმა ხა­ვი­ერ ალონ­სომ გა­ნა­ცხა­და, რომ სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში არ­სე­ბულ და­ხუ­რულ ჯგუფ­ში, “ლაივ“ რე­ჟიმ­ში გა­და­ცე­მულ ამ სა­ზა­რელ კად­რებს და­ახ­ლო­ე­ბით 45 ადა­მი­ან­მა უყუ­რა.

„აი, რა ემარ­თე­ბათ მათ, ვინც ჩემს ნარ­კო­ტი­კებს იპა­რავს,“ – აცხა­დებს ვი­დე­ოშ ერთ-ერთი დამ­ნა­შა­ვე.

  • გო­გო­ნე­ბი – 20 წლის ბრენ­და დელ კას­ტი­ლიო, 20 წლის მო­რე­ნა ვერ­დი და 15 წლის ლარა გუ­ტი­ე­რე­სი პა­რას­კევს გა­უ­ჩი­ნარ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­ლი­ცი­ამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ მათი ცხედ­რე­ბი ბუ­ე­ნოს-აი­რე­სის სამ­ხრეთ გა­რე­უ­ბან­ში მდე­ბა­რე სახ­ლის ბაღ­ში იპო­ვეს და­მარ­ხუ­ლი.

გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის თქმით, გო­გო­ნე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად წვე­უ­ლე­ბა­ზე და­პა­ტი­ჟეს, ისი­ნი ბუ­ე­ნოს-აი­რე­სი­დან სამ­ხრე­თით, და­ახ­ლო­ე­ბით 25 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე ფლო­რენ­სიო ვა­რე­ლას ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე სახ­ლში მიყ­ვა­ნეს და იქ მათ ად­გი­ლობ­რი­ვი ბან­დის­გან ნარ­კო­ტი­კე­ბის მო­პარ­ვა­ში დას­დეს ბრა­ლი.

  • გო­გო­ნე­ბის სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, ქვე­ყა­ნა მას­შტა­ბურ­მა საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლებ­მა მო­იც­ვა.

გა­სულ შა­ბათ-კვი­რას არ­გენ­ტი­ნის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქე­ბის ქუ­ჩებ­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და. მო­მი­ტინ­გე­ე­ბი მკვლე­ლე­ბის სა­თა­ნა­დოდ დას­ჯას ითხო­ვენ.

პრო­ვინ­ცი­ის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა აქ­სელ კი­ჩი­ლოფ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ საქ­მე­ზე ექ­ვსი ადა­მი­ა­ნი უკვე და­ა­კა­ვეს და კი­დევ ექ­ვსის ძებ­ნა კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს. მან ინ­ცი­დენტს „ნარ­კო­ფე­მი­ცი­დი“ უწო­და.

პო­ლი­ცია დე­ტა­ლებს ჯერ კი­დევ იძი­ებს.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, Casa del Encuentro-ს მო­ნა­ცე­მე­ბით, მხო­ლოდ 2025 წლის პირ­ვე­ლი რვა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში 164 ქალი მოკ­ლეს.

წყა­რო

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: იტყვი რამეს და ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფას შეგტენიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში და ციხეში გაგიშვებენ. არადა როგორ გინდა არ თქვა?

გივი მიქანაძე „სიცრუესა“ და „დეზინფორმაციულ კამპანიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის გურიაში სახლს საბავშვო ბაღის ადგილას აშენებს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს